სომხეთის პრეზიდენტი ყარაბაღში ჩავიდა
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მთიან ყარაბაღში ჩავიდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მთიან ყარაბაღში რამდენიმე სამხედრო ნაწილს ეწვევა და საჩვენებელ სწავლებებს დაესწრება.
მათივე ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი გეგარკუნიქსის ოლქშიც იმყოფებოდა, სადაც საბრძოლო სწავლებებს დაესწრო.
გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენი “მი-24” ჩამოაგდო, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა. სომხური მხარის განცხადებით, ვერტმფრენი სასაწავლო-საწვრთნელ გაფრენას ახორციელებდა.