თვითმფრინავს, რომლითაც ჯგუფ „იუთუს“ ლიდერი ბონო მგზავრობდა, ფრენისას კარი მოსძვრა

თვითმფრინავს, რომლითაც ჯგუფ „იუთუს“ ლიდერი ბონო მგზავრობდა, ფრენისას კარი მოსძვრა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამომცემლობა „ზე დეილი მაილი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი მუსიკოსი ოთხ მეგობართან ერთად კერძო თვითმფრინავით დუბლინიდან ბერლინში მიფრინავდა.
როგორც ცნობილია, აფრენიდან ერთ საათში მგზავრებმა ძლიერი დარტყმის ხმა გაიგეს, გაურკვეველი მიზეზით ლაინერს კარი მოსძვრა, შედეგად მთლიანი ბარგი დაიკარგა.
ინციდენტი გერმანიის ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროს ცაზე მოხდა. თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტში დაეშვა. ბონო ბერლინში გერმანიის ეკონომიკისა და განვითარების მინისტრთან – გერდონ მიულერთან შესახვედრად და ასევე Bambi International Music-ის მუსიკალურ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩაფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები