სტამბოლში ამერიკელ ჯარისკაცებს თავზე პარკები ჩამოაცვეს (ვიდეო)
სტამბოლში ახალგაზრდული ორგანიზაციის დაჯგუფება სამ ამერიკელ მეზღვაურს თავს დაესხა. რაიონში, რომელიც ტურისტებისთვის ყოველთვის უსაფრთხოდ ითვლებოდა, გემ „US ROSS“-იდან ჩამოსულ მეზღვაურებს ახალგაზრდები ჯერ დასცინოდნენ, შემდეგ კი ლოზუნგით: „იანკი გოუ ჰოუმ“ საღებავი შეასხეს და თავზე ცელოფანის პარკები ჩამოაცვეს.
მეზღვაურებმა თავს გაქცევით უშველეს, აქციის თორმეტი მონაწილე პოლიციამ დააპატიმრა.
„ნაციონალებმა“ განაცხადეს, რომ ათი წლის წინ აშშ-ს მებრძოლებმა ერაყში თურქ ჯარისკაცებს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აშშ-ს ჯარისკაცებზე შური ასე იძიეს.
თავდასხმის ამსახველი ვიდეო ორგანიზაციის წევრებმა ინტერნეტში გაავრცელეს.
„ ჩვენ ვთვლით, რომ ამერიკელი ჯარისკაცები მკვლელები არიან და გვინდა განვდევნოთ ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენ პროტესტის უფლებას ვიყენებთ“, – განაცხადა სტამბოლის ნაციონალური ორგანიზაციის მმართველმა უგურ აიტაჩმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=dSgZZtt-yoc” width=”560″ height=”315″]