საბავშვო სათამაშო ჯადოსნური ჯოხი სუიციდის სახელმძღვანელო აღმოჩნდა (ვიდეო)
საბავშვო ჯადოსნურმა ჯოხმა აშშ-ში მშობლები შოკში ჩააგდო. ერთი შეხედვით აუვნებელ სათამაშოს „ეშმაკის“ შიგთავსი აღმოაჩნდა.
უჩვეულო ჯოხები იყიდება ოჰაიოს შტატში ქალაქ დეიტონში. ისინი ვიტრინაში „ბარბის“ თოჯინებთან და სხვა სათამაშოებთან ერთად არის გამოფენილი. წითლად შეფუთული ჯოხი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, გახსნისას კი დემონური აღნაგობის გოგონა დიდი თვალებით და უზარმაზარი ღრჯოლებით გხვდებათ, რომელიც ვენებს იჭრის და ბოროტი სიცილის ხმას გამოსცემს.
გაოგნებულმა მშობლებმა მაღაზიას მიმართეს საყვედურით, მეპატრონემ კი მშობლები პირიქით დაადანაშაულა, რომ ისინი უყურადღებონი არიან, არ დააკვირდნენ სათამაშოს, რომელსაც „დემონური ჯოხი“ ეწერა და ამ სათამაშოს შეძენა მშობლების გადასაწყვეტია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qER4YxUSCvo” width=”560″ height=”315″]