ფსაკიმ აღიარა, რომ „ანა კარენინა“ უყვარს (ვიდეო)

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ აღიარა, რომ რომანი „ანა კარენინა“ – მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. რუსული ლიტერატურისადმი საკუთარი სიმპატიების შესახებ ფსაკი ალაპარაკდა იმის შემდეგ, რაც მას კითხეს, იცის თუ არა, რომ რუსეთში ძალზედ პოპულარულია.
„რუსეთი – მშვენიერი ქვეყანაა, იქ მშვენიერი ხალხი ცხოვრობს, დიდი კულტურით და ისტორიით, „ანა კარენინა“ კი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ამის შემდეგ ფსაკიმ მოსკოვში ვიზიტი გაიხსენა. ფსაკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს და რუსეთს უკრაინაში სიტუაციის საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა „მთელი რიგი სხვა საკითხებზე ჩვენ ერთად ვმუშაობთ, მაგალითად, „ექვსიანის“ და ირანის მოლაპარაკებების ფარგლებში“. ამ გულწრფელი განცხადებების შემდეგ, ჟურნალისტებმა ევროპიდან და ჩინეთიდან მას ინფორმაცია იმის შესახებ მიაწოდეს, თუ რამდენად პოპულარულია ფსაკი მათ ქვეყნებში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lAuDOPZ5o7o” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები