ოქროს „პუტინოფონი“ პუტინის ფანატებისთვის (ფოტო)

კომპანია „ქავიარის“ იტალიელმა ოქროსმჭედლებმა „აიფონ 6“-ის საფუძველზე ოქროს „პუტინოფონი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პროფილის გამოსახულებით შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლაიფ ჯორნალის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. „პუტინოფონზე“ რუსეთის გერბი და ქვეყნის ჰიმნის სტროფებია გამოსახული.
„მოკლედვაშა-პატრიოტებისთვის მილერის ხელფასით სრული კომპლექტია. „სათამაშო“ ხომ იაფი არაა… დარწმუნებული ვარ, აპარატს მყიდველი მოეძებნება, მით უმეტეს, რონ ასეთ „სილამაზეს“ მხოლოდ 299 ცალს გამოუშვებენ“, – წერს „ლაიფ ჯორნალის“ მომხმარებელი.
მისი თქმით, უკვე ხვალ მოდურ საღამოებზე ასეთი „პუტინოფონით“ „რუსული პოლიტიკური ბომონდის“ წარმომადგენლები იოსიფ კობზონი, მიხეილ პორეჩენკოვი, ვალერია, დიმიტრი კისელევი და სხვები გამოჩნდებიან.

10754840_867398133300426_997469956_n

10805383_867398129967093_706289099_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები