აშშ ყარაბაღში ვერტმფრენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
ვაშინგტონმა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ მთიანი ყარაბაღის ვერტმფრენის ჩამოგდების გამო შეშფოთება გამოთქვა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენიგერ ფსაკიმ განაცხადა, რომ ინციდენტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა დაძაბულობის შემცირების და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. ფსაკის მტკიცებითვე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს არ შეიძლება სამხედრო გადაწყვეტა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ნოემბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის საბრძოლო ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოაგდო. ინციდენტი აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის საზღვრის აღმოსავლეთი მონაკვეთის თავზე მოხდა. ვერტმფრენი სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა.