აშშ: დასავლეთი აფრიკის ქვეყნებში ებოლას ეპიდემიის შეჩერება ვერ ხერხდება
დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ებოლას ვირუსის გავრცელების შეჩერება ვერ ხერხდება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ჰიზერ ჰიგინბოტომმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ იმედისმომცემ ნიშნებს, თუმცა, ცხადია, რომ ეპიდემია არ არის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ჰიგინბოტომმა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაავადებამ უკვე 5 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ამისა, ჰიგინბოტომმის თქმით, ცალკეულმა შემთხვევებმა დაადსტურა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტად ებოლა ლიბერიაში, სიერა-ლეონეში და ღვინეაშია გავრცელებული.
დაავადების ცალკეული შემთხვევები ასევე მალიში, ნიგერიაში, სენეგალში და ესპანეთშია დაფიქსირებული.