რუსეთი ვირუს ებოლასთან ბრძოლისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს
რუსეთი ვირუს ებოლასთან ბრძოლისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„უპირველესი მნიშვნელობის ზომები ვირუს ებოლასთან ბრძოლაზე უნდა იყოს მიმართული. რუსეთი ამ მიზნებისთვის დაახლოებით 20 მილიონ დოლარს გამოყოფს. დაზარალებულ რაიონებში სპეციალისტები, მედიკამენტები და სხვა საჭირო მასალებია გაგზავნილი. მიმდინარეობს ამ დაავადების პროფილაკტიკისთვის და მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების დამუშავება“, – განაცხადა მედვედევმა.