სომხეთი აზერბაიჯანულ პოზიციებზე შეტევას უარყოფს და ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის აზერბაიჯანს ემუქრება
სომხური მხარე მათი კუთვნილი „MI-24”-ის ჩამოგდებისთვის აზერბაიჯანს ემუქრება.
„აზერბაიჯანის მხრიდან უპრეცედენტო პროვოკაციის და ყარაბაღ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შედეგები ძალზე მტკივნეული იქნება მისთვის“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი არცრუნ ოვანისიანი.
ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილთან მათი კუთვნილი ვეტმფრენი „МИ–24“ ჩამოაგდეს, რომელიც სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა.
ოვანისიანი უარჰყოფს აზერბაიჯანული მხარის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ყარაბაღულმა ვერტმფრენმა აზერბაიჯანულ მხარეზე შეტევა მიიტანა. ოვანისიანის განცხადებით, „ვერტმფრენის ნაწილების გამოკვლევა დაადასტურებს, რომ არანაირი შეიარაღება მის ბორტზე არ ყოფილა“.