ეკატერინბურგში შესაძლოა ვლადიმერ პუტინის ქუჩა გაჩნდეს

 

   ეკატერინბურგში არასამთავრობო ორგანიზაცია „СМС“-ის ინიციატივით, საკო და ვანცეტის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის და მისთვის რუსეთის პრეზიდენტის სახელის დარქმევის მიზნით აქტიური პროპაგანდა დაიწყო. იდეის ინიციატორების აზრით, საკო და ვანცეტის ქუჩას სახელი იტალიელი ანარქისტების საპატივცემულოდ დაერქვა, რომელსაც ეკატერინბურგთან და რუსთთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, ქუჩას აუცილებლად რუსეთის პრეზიდენტის სახელი უნდა ეწოდოს, რადგანაც მან „ ქვეყანა 90-იან წლებში დაცლისგან იხსნა, შეძლო ბანდიტების და ოლიგარქების ალაგმვა, გაზარდა ქვეყნის ტერიტორია, აღადგინა სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და ერთიანობაში, ხალხს თავისი ქვეყნისადმი სიამაყე დაუბრუნა“.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის პროსპექტი გროზნოში უკვე არსებობს. 2008 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის მეთაურმა კადიროვმა გროზნოში გამარჯვების პროსპექტს სახელი გადაარქვა და მას ვლადიმერ პუტინის პროსპექტი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები