აზერბაიჯანის სამხედროებმა ყარაბაღის თავზე სომხური ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოაგდეს

ყარაბაღის თავზე სომხური ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მი-24“ სომხურ ავიაციას ეკუთვნის. აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, საკამათო ტერიტორიის თავზე 2 სომხური ვერტმფრენი მოძრაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა ვერტმფრენმა გაფრენა მოახერხა, მეორე კი განადგურებულია. სომხეთში აცხადებენ, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საჰაერო ძალებს ეკუთვნის.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის განცხადებით, ჩამოგდებული ვერტმფრენის გადაადგილებას სერგეი სააკიანი ხელმძღვანელობდა. რა მდგომარეობაში არიან ეკიპაჟის წევრები, ინფორმაცია ამის შესახებ, პრესმდივნის თქმით, მოგვიანებით გავრცელდება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი დაღუპულია ვერტმფრენის ეკიპაჟის 3 წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები