ავსტრალიის პრემიერი პუტინს ბოინგის ჩამოგდებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ და ასევე, დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდა. ამ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ებოტის სიტყვებით, ავსტრალიას აქვს იმის მტკიცებულება, რომ ავიალაინერი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან ჩაიტანეს, ხოლო შემდეგ უკანვე რუსეთში დააბრუნეს. შედარებისთვის ებოტმა ასევე გაიხსენა, რომ 1988 წელს აშშ-მ ირანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და ამის შემდეგ ამერიკულმა მხარემ ბოდიშიც მოიხადა და კომპენსაციებიც გადაიხადა.
კანბერაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა ალექსნდრე ოდოევსკიმ თავის მხრივ ავსტრალიის პრემიერს მოუწოდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელიც დაამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ბოინგი სეპარატისტების მიერ რუსეთიდან შემოტანილი ტექნიკის გამოყენებით ჩამოაგდეს – წერს The Sidney Morning Herald-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები