ჩინელმა ქალებმა პუტინი საუკეთესო მეუღლედ აღიარეს

ჩინელი ქალების უმეტესობა თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იდეალური მეუღლეა. მათ სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ლოზუნგები: „მზრუნველი პუტინი“ და „პუტინი ჯელტმენია“.
ასეთი დამოკიდებულება პუტინის მიმართ ქალბატონებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც პეკინში გამართულ სამიტზე პრეზიდენტმა ჩინეთის პირველ ლედის პენ ლიუანს თბილი მოსასხამი მოახურა.
ჩინურ სოციალურ ქსელ „ვეიბოში“ ქალბატონები საკმაოდ აქტიურობენ და წუხან, რომ მათ ქვეყანაში ასეთი მამაკაცები არ არიან. ასევე ისინი წერენ, რომ „თუ გათხოვებას აპირებენ, პუტინის მსგავსს უნდა გაყვნენ ცოლად“. ერთ-ერთმა სუსტი სქესის წარომადგენელმა კი დაწერა: „ფოლადის კაცისაგან მსგავსი საქციელი გასაკვირია და პუტინი ნამდვილად მისაბაძი მოდელია“. შეგახსენებთ, რომ პეკინში გამართულ სამიტზე პრეზიდენტმა ჩინეთის პირველ ლედის თბილი მოსასხამი მოახურა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გავრცელებული ვიდეო ყველა სოციალური ქსელიდან წაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები