რუსმა სამხედროებმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სნაიპერი გააუპატიურეს და მოკლეს
დონეცკში „ბოევიკების“ სნაიპერი გოგონა გააუპატიურეს და მოკლეს. ამის შესახებ ფეისბუქში ჟურნალისტმა რომან ბურკომ განაცხადა.
„ადგილობრივების თქმით, დღეს 17:00 საათზე „ბოევიკების“ ბლოკსაგუშაგოზე, ორჯონიკიძის და მელიტოპოლსკაიას ქუჩების გადაკვეთაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სნაიპერი გოგონა დაიკარგა. მოგვიანებით ის გაუპატიურების ნიშნებით მკვდარი იპოვეს. ადგილობრივი სეპარატისტების თქმით, გოგონა რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა გააუპატიურეს“, – განაცხადა ბურკომ.