შოკისმომგვრელი რიტუალები და ტრადიციები

 

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს ტრადიციები დღესაც არსებობს

1.ქალის კასტრაცია (აფრიკა)

10804926_772092216182611_375449711_n

ამ რიტუალის დროს გოგონას საშოს აჭრიან, რათა განვითარდეს „პლომბი“, რომლიდანაც მხოლოდ შარდი და მენსტრუაციული სისხლი წამოვა.

კასტრირებულ გოგონებს უკრავენ ფეხებს ოთხი დღით, რომ ჭრილობა შეუხორცდეთ. ძირითადად, რიტუალს ჰიგიენისა და ანესთეზიის გარეშე ადგილობრივი შამანი ატარებს. კასტრაციისთვის სამართებელს, დანას ან მაკრატელს იყენებენ, რომელსაც სტერილიზაცია არ უტარდება. ოპერაცია ნებისმიერ ადგილას ეზოში, ან თუნდაც საპირფარეშოში ტარდება.

2 . „სისხლის გამოშვების“ ყოველწლიური გლოვის რიტუალი (შიიტები)

10602646_772092256182607_241699717_n

ამ რიტუალს აშური ეწოდება. მას მთელი ქვეყნის მასშტაბით მაცხოვრებელი შიიტები მეშვიდე საუკუნეში, კერბელას ბრძოლის დროს, წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინის სიკვდილის დღეს აღნიშნავენ. ტრადიციის თანახმად, შიიტი კაცები პატარა ბიჭებს თავში ხანჯალს ურტყამენ.

ხალხი თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ ვერ დაიცვეს იმ ბრძოლაში ჰუსეინი. ამიტომ საკუთარი და შვილების სისხლს ღვრიან, მათი აზრით, აშურის რიტუალში მონაწილეობის მიღებით ისინი ცოდვებისგან იწმინდებიან.

3. ხანშიშესული ადამიანების აისბერგზე მიტოვება (ესკიმოსები)

10379404_772092242849275_1487024901_n

ამ ტრადიციის თანახმად, ესკიმოსებს ხანშიშესული ხალხი ზღვაზე მიჰყავთ და ერთ-ერთ აისბერგზე ტოვებენ, სადაც მოხუცები სიცივისაგან, ან შიმშილისგან კვდებიან.

ესკიმოსები თვლიან, რომ თუ მოხუცები ოჯახს ტვირთად არ დააწვებიან, სხვა სამყაროში სიამაყით გადავლენ, თუმცა დღეს თანამედროვე ესკიმოსებისთვის ეს ტრადიცია მიუღებელია.

4.ადამიანის თავის ქალიდან სმა და კანიბალიზმი (ინდოეთი)

10799301_772092249515941_1147883455_n

 

ჩრდილოეთ ინდოეთში ასკეტური რელიგიური სკოლა აგჰორი არსებობს, რომელიც დღემდე კანიბალიზმით არის დაკავებული. სკოლის მიმდევრები მდინარე განგაში მოცურავე გვამების ხორცით იკვებებიან. აგჰორი ხალხი სვამს ადამიანის თავის ქალიდან და კანიბალიზმს მისდევს იმ მიზნით, რომ სწამთ, ეს სასარგებლოა სულიერი და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით და ასევე სიბერეს აჩერებს.

5. ადამიანების ფერფლის ჭამა (ვენესუელა და ბრაზილია)

967856_772092226182610_727902403_n

იოანომამას ტომის ხალხი თვლის, რომ სიკვდილი ავი შამანების გამოწვევით ხდება, რომლებიც შემდეგ დემონებს იძახებენ და ისინი ადამიანების სულით იკვებებიან. ამ მიზეზით ისინი მკვდარს წვავენ, შემდეგ კაცები აგროვებენ და ფშხვნიან ძვლებს, რომლებსაც რამდენიმე ჭურჭელში ანაწილებენ. ერთი წლის თავზე ახლობლები და ნათესავები ჭამენ ფერფლს, რომელსაც ბანანის კერძში აზავებენ. ამ ენდოკანიბალიზმის ცერემონიით ხალხი მკვდრებს ეხმარება სამოთხის გზის პოვნაში, ხოლო მათ ნათესავებს ამით უსამძიმრებენ.

6.კბილის ამოძრობა ხანდაზმულობაში (ავსტრალია)

10754916_772092219515944_1577741504_n

ამ რიტუალის თანახმად, მამაკაცი სხვა მჯდომ მამაკაცს მუხლებზე თავს ადებს და პირის ღრუს ნაჭრით ივსებს, რათა სისხლი შეიწოვოს, შეამციროს ტკივილი და არ მისცეს კბილის ჩაყლაპვის უფლება. შემდეგ მამაკაცი იღებს პატარა მორს, რომელსაც ერთ მხარეს პატარა ხვრელი აქვს, მეორე მხარეს კი წაწვეტებულია, რომლითაც მთელი ძალით აწვება კბილს და იძრობს.

7. ცხოველების მასობრივი ხოცვა (ინდონეზია ნეპალი)

10721018_772092229515943_2100423923_n

ინდუიზმში ცხოველების ხოცვის რიტუალის დროს, ცხოველი ან უნდა დაახრჩონ, ან ხის ლურსმანი გულში დაარჭონ. მოძღვრები თვლიან, რომ თუკი ცხოველი სიკვდილის დროს ხმას ამოიღებს, ცუდის მომტანია, სწორედ ამიტომ ასეთი მეთოდით კლავენ. ეს რიტუალი ინდუიზმის ღმერთს ეძღვნება და ავ სულებს განდევნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები