იემენში ამერიკის უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით „ალ-ქაიდას“ რვა „ბოევიკი“ გაანადგურეს
იემენში, შაბვას პროვინციაში ამერიკის უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით ალ-ქაიდას რვა „ბოევიკი“ გაანადგურეს. დაღუპულთა შორის არავიის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ რამდენიმე მეთაურია, – ამის შესახებ ინფორმაციას იემენის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იემენის უსაფრთხოების სამსახურში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ აზანში ტერორისტები ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ, რის შემდეგაც ექსტრემისტების დაჯგუფებაზე, რომელიც ქალაქის მიმართულებით მიემართებოდა, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა შორის „ალ-ქაიდას“ წევრები არიან და მათი ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ „ალ-ქაიდას“ წევრები თავდასხმებს ახორციელებენ ქვეყნის არმიის, პოლიციის ობიექტებზე, იტაცებენ უცხოელ დიპლომატებს და ციხიდან თანამზრახველებს ანთავისუფლებენ. ისინი ტერაქტებს ახორციელებენ იმ ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, რომლებიც ექსტრემისტებთან ბრძოლაში აშშ-სთან თანამშრომლობენ.