ისრაელის „ფორბსმა“ „ისლამური სახელმწიფო“ ყველაზე მდიდარ დაჯგუფებად დაასახელა

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციების რეიტინგის სათავეში მოხვდა. ისრაელის „ფორბსის“ კვლევის თანახმად, “ისლამური სახელმწიფოს“ წლიური შემოსავალი 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, დაჯგუფების ძირითადი შემოსავალი შავ ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაყიდვას მოაქვს. ნავთობის უკანონო გაყიდვის ყოველდღიური გაყიდვის შემოსავალი 2 მილიონ დოლარს შეადგენს. „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობის ფასი კი 25-დან 50 დოლარამდე მერყეობს. ყოველდღიურად ექსტრემისტები 30 000 ბარელის რეალიზებას ახორციელებენ. გარდა ამისა, ისლამისტები ერაყულ და სირიულ დაპყრობილ არქეოლოგიურ ძეგლებს ყიდიან.
„ფორბსის“ რეიტინგის თანახმად, რეიტინგის მეორე ადგილი მოძრაობა „ჰამასმა“ დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები