დონეცკში საარტილერიო სროლა გრძელდება

დონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულ მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქში საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა. „ფრანს პრესის“ ცნობით, ისროდნენ ქალაქის ცენტრის მიმდებარე არეალიდან, ქალაქის აეროპორტის მიმართულებით. აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავრობის ჯარია გამაგრებული.
აეროპორტის არეალში სროლა თითქმის ყოველდღიურად ხდება მიუხედავად იმისა, რომ 5 სექტემბერს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტს შეთანხმება გაფორმდა. აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს ოთხი ათასი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის მომხრე სეპარატისტები და ცენტრალური მთავრობა ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში. კიევი აცხადებს, რომ მეამბოხეებს რუსეთი ეხმარება.11 ნოემბერს ეუთომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მატულობს კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები