ბაღდადში ტერაქტების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ბაღდადში 2 ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ ტელეკომპანია „ას სუმარიის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ერთ-ერთი აფეთქება ბაღდადის დასავლეთით ან-ნუსურის მოედანზე პოლიციასთან გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული იყო სადგომზე დაყენებული ავტომობილი.
მეორე ტერაქტი „კამიკაძემ“ იმავე რაიონში პოლიციის საკონტროლო პუნქტან განახორციელა. დაჭრილია 6 სამართალდამცავი და გამვლელები. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.