ტოკიოს ცენტრში იაპონელმა თავი დაიწვა

იაპონიაში მამაკაცმა თავი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალების საქმიანობაზე შეზღუდვის მოხსნას პროტესტის ნიშნად მსხვერპლად შეეწირა.
„ტვ ზვეზდას“ ინფორმაციით, თვითმკვლელის გვერდით სამართალდამცველებმა ხელისუფლების პოლიტიკის გამაკრიტიკებელი ვიდეოჩანაწერი და წერილები იპოვეს. წერილები იაპონიის პრემიერ-მინისტრისთვის სინძო აბესთვის და პარლამენტის ორივე პალატის წევრებისთვის იყო განკუთვნილი.
ცნობილია, რომ მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც იაპონელები ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.
ცნობისთვის, იაპონიის ხელისუფლებამ ივლისში შეიარაღებული ძალების საქმიანობაზე რიგი შეზღუდვები გააუქმა. მათ შორის შეზღუდვა შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ შესაძლო გამოყენების გაფართოებაზე მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები