რუსეთი და სომხეთი კოსმოსში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს
რუსეთის ფედერაცია და სომხეთი კოსმოსში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, „როსკოსმოსმა“ მთავრობათაშორისი შეთანხმების „კვლევის სფეროში და კოსმოსური სივრცის სამშვიდობო მიზნებით გამოყენების შესახებ თანამშრომლობის“ ტექსტი დაამუშავა და მინისტრთა კაბინეტში გადააგზავნა.
„ეს ჩარჩო-ხელშეკრულებაა, მისი ტექსტი წინასწარ სომხურ მხარესთანაა შეთანხმებული. მასში თანამშრომლობის სფეროებია აღნიშნული: კოსმოსური სივრცის კვლევა, კოსმოსიდან დედამიწის დისტანციური ზონდირება, კოსმოსური საქმიანობის გამოყენება ეკონომიკაში, ნავიგაციის სფეროში თანამშრომლობა, კოსმოსური აპარატების შექმნის სამეცნიერო მუშაობა, კოსმოსური გარემოს დაცვა“, – აღნიშნავს „როსკოსმოსის“ წარმომადგენელი.