ქალები და საღეჭი რეზინი. რით დაამახსოვრა თავი ბარაკ ობამამ პეკინში სამიტის მონაწილეებს (ვიდეო)

ბარაკ ობამას სტილი და ქმედებები. უცხოური პრესა პეკინში ეკონომიკური სამიტის ვიზიტის დროს აშშ-ს პრეზიდენტის საქციელს ეხმაურება. წითელ ხალიჩაზე ბარაკ ობამა ჰოლივუდის ვარსკვლავივით ჩნდება, – წერს „ტვ ზვეზდა“. გზად აშშ-ს პრეზიდენტი საკუთარ კოსტიუმს იკრავს, მის მოძრაობაში სტილი იგრძნობა, ობამა საღეჭ რეზინს ღეჭავს. ეს, გამოცემის მტკიცებით, პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელსაც ობამა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროსაც „არ ღალატობს“. საერთო ფოტოსესიის დროს აშშ-ს პრეზიდენტი ქათქათა ღიმილის დემონსტრირებას ახდენს. იმ მომენტში კი, როდესაც ქვეყნების ლიდერები მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე ბჭობენ, ობამა ქალთა დელეგაციის საზოგადოებაში ადგილობრივი მშვენიერი პეიზაჟებით ტკბება, – წერს გამოცემა.
შეგაცხსენებთ, რომ ობამამ, როგორც რუსეთის, ჩინეთის და იაპონიის ლიდერებმა აზიის და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=8PPiXkhBWGA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები