ლიბიაში 3 აქტივისტს თავი მოჰკვეთეს
ლიბიის აღმოსავლეთით, ბენგაზის მახლობლად, ქალაქ დერნაში 3 ახალგაზრდა პოლიტიკურ აქტივისტს თავი მოჰკვეთეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მოკლულები ქალაქის ცხოვრების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აქტივისტები – სირაჯ გატიშ, მოჰამედ ბატუ და მოჰამედ მესმარი მოიტაცეს.
მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით საკუთარ თავზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ დერნაზე კონტროლისთვის ისლამისტების რამდენიმე დაჯგუფება იბრძვის. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, თავის მოკვეთის შემთხვევები ლიბიაში ძალზე იშვიათია.