უკრაინელ მინისტრებს ფეისბუქის გვერდებს გაუუქმებენ (ვიდეო)

უკრაინის მთავრობის მინისტრებს ფეისბუქში დარეგისტრირებას აუკრძალავენ, ხოლო ვისაც ექაუნთი უკვე აქვს – გაუუქმებენ. ამის შესახებ „პეტრე პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენელმა ნიკოლაი ტომენკომ უკრაინული ტელეკომპანია „მე-5 არხის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვსურს მინისტრებს ფეისბუქი ავუკრძალოთ. მინისტრმა დღეში 3 პრესკონფერენცია უნდა ჩაატაროს და არა ფეისბუქში იჯდეს. არ არის საჭირო სამუშაო დღეებში საკუთარი ფილოსოფიური აზრების დაწერა და იმის მოყოლა, თუ რაზე ოცნებობენ“, – განაცხადა ტომენკომ.
მისი აზრით, ფეისბუქის გამოყენება მხოლოდ თავისუფალ დროს არის მისაღები.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში განსაკუთრებული აქტიურობით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი არიან ცნობილნი.

10754815_866842223356017_250678388_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები