აშშ-მ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის სიკვდილი ვერ დაადასტურა

პენტაგონში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრა ალ-ბაღდადის სიკვდილის ან დაჭრის ფაქტი ვერ დაადასტურეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის სტივ უორენის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.
შეგახსენებთ, რომ მედიაში 7 ნოემბერს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ-ბაღდადი ამერიკელების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაიჭრა. ამის შემდეგ დაჯგუფების წევრებმა დაჭრილი „ბოევიკებისთვის“ სისხლის ჩაბარების მოწოდებით ადგილობრივ მოსახლეობას მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ სირიის და ერაყის ტერიტორიები დაიპყრო. დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციას საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს ხელმძრვანელობით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები