პუტინსა და ობამას შორის საუბარი გაიმართა
რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტებას ვლადიმერ პუტინსა და ბარაკ ობამას შორის რამდენიმე წუთიანი საუბარი შედგა. ლიდერებმა აზიის და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის სხდომის შემდეგ ისაუბრებს. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ობამა და პუტინი საერთო ფოტოსესიის წინ შეყოვნდნენ. სხვა მონაწილეებს მათი დალოდება მოუწიათ.
თუ რაზე ისაუბრეს პუტინმა და ობამამ უცნობია. „პუტინი და ობამა ფორუმის კულუარებში განაგრძობენ ურთიერთობას“, – აღნიშნა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მან დაადასტურა პუტინის და ობამას შესაძლო მოლაპარაკებები მიმდინარე სამიტის და G20-ს შეხვედრის ფარგლებში.