პაკისტანში ავტოავარიამ 56 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

56 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 17 ქალი და 18 ბავშვია. საგზაო შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, პროვინცია სინდში მოხდა, – წერს „Agence France-Presse“.
წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში 80 ადამიანი იმყოფებოდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მანმქანას დაეჯახა. შედეგად, ავტობუსი გადაბრუნდა. ყველა დაშავებული სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირებული იყო. ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარება პაკისტანის პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსეინმა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები