CNN-ი რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

   ამერიკული ტელეარხი CNN-ი 2014 წლის 31 დეკემბრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობას წყვეტს. ამ ინფორმაციას გაზეთი „ვედომოსტი“ ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, Turner Broadcasting System Europe Limited-მა ამის შესახებ წერილით ყველა საკაბელო ოპერატორს უკვე აცნობა. რუსეთში მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი ამ დროისთვის არ ხმაურდება.
ტელეარხი CNN-ი 1980 წელს ტედ ტერნერმა დაარსა და სადღეღამისო რეჟიმში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მაუწყებლობა. რუსეთში ტელეარხის წარმომადგენლობა 1983 წლიდან არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები