ბრიტანელ სამხედროებს ურჩიეს რუსი ლამაზმანებისგან თავი შორს დაიჭირონ
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს რუსი ქალბატონებისგან თავის შორს დაჭერა მოსთხოვეს, რადგან ისინი შესაძლოა რუსული „ფე-ეს-ბე“-ს აგენტები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციის თანახმად, რუსი ლამაზმანები „ცივი ომის“ დროს აქტიურად შედიოდნენ სექსუალურ კავშირში ბრიტანელ ოფიცრებთან, მათგან საიდუმლო ცნობების მიღების მიზნით. იგივე შემთხვევები ბოლო პერიოდშიც ფიქსირდება და ბრიტანეთის სამხედრო უწყებაც ზომების მიღებას ცდილობს. უკანასკნელი გახმაურებული შემთხვევა ბრიტანეთის მოქალაქე ანა ჩეპმანს უკავშირდება, რომელიც რუსეთის საიდუმლო აგენტი იყო.