რობერტ პლანტი Led Zeppelin-ის აღდგენის სანაცვლოდ 500 მილიონ სტერლინგს მიიღებს

 

   კომპანია Virgin Galactic-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი რობერტ პლანტს Led Zeppelin-ის აღდგენის სანაცვლოდ 500 მილიონ სტერლინგს გადასცემს. მსგავსი შეთავაზება ლეგენდარული როკ-ჯგუფის სოლისტს რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ჰონორარის სახით 250 მილიონი აშშ დოლარი დასახელდა და პლანტმა ჯგუფის აღდგენას სოლო კარიერის გაგრძელება არჩია.
ამჯერად ანაზღაურებამ ასტრონომიულ მასშტაბებს მიაღწია და პლანტის დამოკიდებულებაც შეიცვალა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლანტი ამ ჰონორარზეც უარს ამბობდა, თუმცა ეს ცნობა მომღერლის წარმომადგენელმა The Guardian-თან ინტერვიუში უარჰყო.
Virgin Galactic-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი ჯგუფის ძველი გულშემატკივარია. მისი სურვილის თანახმად, ჯგუფმა აღდგენის შემდეგ ლონდონში, ბერლინსა და ნიუ-ჯერსში 35 კონცერტი უნდა გამართოს. ბრენსონის შემოთავაზებას უკვე დათანხმდნენ გიტარისტი ჯიმი პეიჯი და ბასისტი ჯონ პოლ ჯონსი, რომელთა ანაზღაურებაც 253 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები