მიხეილ პორეჩენკოვი „დსრ“-ის სახალხო არტისტი გახდა (ვიდეო)

 

   რუს მსახიობს მიხეილ პორეჩენკოვს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანებას ხელი ალექსანდრე ზახარჩენკომ 2014 წლის 9 ნოემბერს მოაწერა. პორეჩენკოვისთვის წოდების მინიჭების მიზეზი ზახარჩენკოს ბრძანებაში ასეა განმარტებული: „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე აღიარებაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის, ასევე ქალაქ დონეცკის აეროპორტის უკრაინული სადამსჯელო მეომრებისგან განთავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობისათვის“.
შეგახსენებთ, ვიდეო-კადრებმა, სადაც პორეჩენკოვი ტყვიამფრქვევიდან დონეცკის აეროპორტის დამცველებს ესროდა, მსოფლიოში დიდი სკანდალი გამოიწვია. პორეჩენკოვი თავს იმართლებდა, რომ ეს დადგმული სცენა იყო და ტყვიებიც ფუჭი გახლდათ. ზახარჩენკოს ბრძანების ფორმულირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პორეჩენკოვი უკრაინელი მეომრების მიმართულებით ნამდვილად ისროდა.

10614285_547613805382306_6660988561745174496_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uuf3Szj0nLI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები