ესპანეთის მეფის და სასამართლოს წინაშე წარსდგება

ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ის და კრისტინა გადასახადების გადაუხდელობისთვის სასამართლოს წინაშე წარსდგება, – ეს გადაწყვეტილება დღეს პალმა დე მაიორკას სასამართლომ მიიღო. 2014 წლის ივლისში ინფანტა კრისტინას წინააღმდეგ კიდევ სამი ბრალდება არსებობდა, თუმცა სასამართლომ ძალაში მხოლოდ ორი სახის გადასახადის გადაუხდელობაზე დაფუძნებული ბრალდებები დატოვა.
ინფანტა კრისტინას ბრალეულობა „Noos-ის სასამართლო საქმე“-თი ცნობილ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. საქმე ეხება 5,8 მილიონი ევროს მითვისების საგადასახადო მაქინაციებს, რა დროსაც სახელმწიფო ბრალდების მონაცემებით კრისტინას მეუღლემ და „Noos“-ში მისმა პატრნიორმა დიეგო ტორესმა ერთ-ერთი ესპანური ქალაქის ადმინისტრაციის მომსახურებისათვის ხელოვნურად გაზარდეს ფასები და მიღებული თანხები მათი კონტროლის ქვეშ არსებული ფირმის ანგარიშზე გადარიცხეს.
ბრალდების თანახმად, მაქინაციების განხორციელების მომენტისთვის ინფანტა კრისტინა არაკომერციული ორგანიზაცია „Noos“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და მეუღლესთან ერთად კომპანია „აისონ“-ის თანამფლობელი იყო. ბრალდების მიხედვით, ფინანსური მაქინაციები სწორედ ამ ორგანიზაციის და ფირმის მეშვეობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები