აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია ბერლინში იმყოფება

   აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია ბერლინში იმყოფება და საერთაშორისო გამოფენა “მწვანე კვირეული 2014-ის” გახსნას დაესწრო.
“მწვანე კვირეული 2014“ არის ევროპის უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 1926 წლიდან ტარდება და კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციას ათობით ქვეყანა წარადგენს.
ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეურნეო და კვების კორპორაციების ტოპ-მენეჯერები ესწრებიან.
როგორც “აპსნი.რუ” იუწყება, დელეგაციაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ოლეგ ბარციცი და დე ფაქტო აფხაზეთის „საერთაშორისო და კულტურული ცენტრის“ ხელმძღვანელი ოლეგ ლაკობა და პიტერ ბერეზა შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები