ირანმა ნავთობის ექსპორტი განაახლა – მედიის ცნობით, ტანკერებმა გადაზიდვები ორი თვის შემდეგ პირველად დაიწყეს

ირანულმა ტანკერებმა ნედლი ნავთობის ექსპორტი ორი თვის შემდეგ პირველად განაახლეს. ამის შესახებ საერთაშორისო მედია ნავთობის ბაზრის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპორტის აღდგენა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშინგტონმა და თეირანმა ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადეს.

მედიის ცნობით, შეთანხმება ირანისთვის ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე დაბრუნებისა და პორტებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

წყაროების თანახმად, რამდენიმე ირანულმა ტანკერმა უკვე დატოვა ქვეყნის პორტები და ნედლი ნავთობის გადაზიდვა დაიწყო.

ამასთან, შეთანხმების საბოლოო პირობები ჯერ სრულად არ გამოქვეყნებულა და მისი განხორციელება დამატებით მოლაპარაკებებსა და მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული.

მედიის თანახმად, ირანის ნავთობის ექსპორტის აღდგენა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ქვეყანა მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს მარაგს ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები