დელავერის შტატში, საავადმყოფოში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის დელავერის შტატში, უილმინგტონის საავადმყოფოში სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა,- ამის შესახებ ABC News-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოს თანამშრომელმა უილმინგტონის საავადმყოფოს ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და ორი კოლეგა დაჭრა. პოლიციამ აღნიშნა, რომ ინციდენტი „მიზანმიმართული“ იყო.

პოლიციამ 23 წლის ეჭვმიტანილი ფილადელფიაში, უილმინგტონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 64 კილომეტრში დააკავა.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი სამუშაო ადგილზე არსებულ კონფლიქტს მოჰყვა.

გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები