მედიის ცნობით, ერაყში ირანის ოპოზიციური ძალების შტაბ-ბინაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

ოთხშაბათს ღამით ერაყში ოპოზიციურად განწყობილი ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (KDP) შტაბ-ბინას დრონით თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ტელეარხი „ალ-ჰადათი“ იტყობინება.

„უპილოტო საფრენი აპარატი ერაყის ქურთისტანის ქალაქ კოი სანჯაკში ოპოზიციური ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (PDKI) შტაბ-ბინას თავს დაესხა“, – იუწყება ტელეარხი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ირანს, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ერაყის ქურთისტანში პარტიის პოზიციებზე დარტყმების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები