თურქეთში, ისრაელის საკონსულოსთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 10 ადამიანი დააკავეს
თურქეთში, ისრაელის საკონსულოსთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 10 ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულებს შორის ორი დაჭრილი თავდამსხმელია, ხოლო რვა ადამიანი თურქეთის პოლიციამ სტამბოლსა და ქოჯაელის პროვინციაში ჩატარებული საგამოძიებო ოპერაციების შედეგად დააკავა.
შეგახსენებთ, გუშინ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან ახლოს სამმა თავდამსხმელმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ერთი თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდასხმის მოტივი ამ დრომდე არ დაუსახელებია.