საბერძნეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

საბერძნეთის ხელისუფლება 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვას გეგმავს,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტის მიღება 2026 წლის ზაფხულშია მოსალოდნელი, ხოლო რეგულაციის ამოქმედება 2027 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

ინიციატივის მიზანია არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერება და სოციალური ქსელების შესაძლო ნეგატიური გავლენების შემცირება.

მსგავსი ზომები უკვე მიღებულია ავსტრალიაში, ხოლო რეგულაციების გამკაცრებას განიხილავენ საფრანგეთი, ესპანეთი და დანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები