ვულკანის ამოფრქვევა ჰავაიზე: ლავა სოფელს უახლოვდება (ვიდეო)

ეროვნული გვარდიის რამდენიმე ათეული სამხედრო ჰავაის არქიპელაგის დიდ კუნძულზე, სადაც ვულკან კილაუეას ამოფრქვევა მოხდა, ადგილობრივი მოსახლეების ევაკუაციაში იღებენ მონაწილეობას. 100 მეტრის სიგანის ცხელი ლავის ნაკადი სიჩქარით 10-15 მეტრ საათში მოძრაობს. ლავის ნაკადმა სახლები და ფერმები გადაწვა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ახლა 900 გრადუსამდე გაცხელებული ლავა სოფელ პახოას უახლოვდება. ადგილობრივ მოსახლეებს საკუთარი სახლების დატოვება არ სურთ, რადგან მოროდიორების და მძარცველების ეშინიათ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Gn5bwqymOgA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები