ოზურგეთის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა

ოზურგეთის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივებს ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილეებთან – ბექა ჩხიკვიშვილთან, გურამ გოლიაძესთან და სოფო რამიშვილთან ერთად შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

როგორც შეხვედრაზე მერმა აღნიშნა, მოქალაქეთა მიღებაზე დასმული საკითხების დროული შესწავლა მოხდება და შემდგომი რეაგირებისთვის მერიის შესაბამის სამსახურებს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები