„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საბურთალოს რაიონში 50-მდე ლოკაციიდან უკანონოდ განთავსებული ნარჩენი გაიტანეს
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, საბურთალოს რაიონში 50-მდე მისამართიდან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო და სხვა არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში და მიმდებარედ, გამწვანებულ ტერიტორიებზე, ქალაქის შემოგარენში სარემონტო, საავტომობილო ნარჩენის, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
„კანონის დარღვევის ნაცვლად, შესაძლებელია, ისარგებლოთ ხელსაყრელი მუნიციპალური სერვისებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდებზე:
https://tbsg.ge
https://tgservice.ge
ნუ დაარღვევ კანონს, გაუფრთხილდი გარემოს და იზრუნე შენს ქალაქზე!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.