ილია მეორე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე იერუსალიმისა და
სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს ულოცავს.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს!

უკვე ოცი წელია, თქვენ, სირთულეებით სავსე ჩვენს დროში, როგორც პირველიერარქი, ერთგულად ემსახურებით იერუსალიმის ყველასგან გამორჩეულ ეკლესიას და დიდი პატივისცემით სარგებლობთ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში.

საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს დიდი სიყვარული და მოწიწება წმინდა მიწისადმი და აქ მოღვაწე სასულიერო პირთადმი, მით უმეტეს, პირველიერარქებისადმი. ნიშნად თქვენდამი ჩვენი პატივისცემისა, თქვენი საიუბილეო თარიღის მოსალოცად და თანამსახურებისათვის ვაგზავნით ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს.

ვიმედოვნებთ, ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის შემდგომშიც განმტკიცდება და ახალ საფეხურზე ავა.

თქვენო უნეტარესობავ, გულითადად გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და შემდგომ წარმატებებს თქვენს საპატიო მსახურებაში თქვენი სამწყსოსასა და მსოფლიო მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთოერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები