გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მედჯუნ მამადოვოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა აგრარული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული და აზერბაიჯანული უნივერსიტეტების კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, აგრარული განათლების მიმართულებით სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე.
გივი მიქანაძემ მედჯუნ მამადოვოვს საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.
თავის მხრივ, მედჯუნ მამადოვოვმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და განხორციელებული პროექტები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს