“დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღვნიშნავთ” – აშშ-ის საელჩო
დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღვნიშნავთ – დღესასწაულს, რომელიც გვახსენებს მადლიერების გამოხატვისა და ერთად ყოფნის მნიშვნელობას.
ამ დღეს ამერიკელი ოჯახები და მეგობრები სადღესასწაულო ვახშამზე იკრიბებიან. თითოეულ ოჯახს საკუთარი ტრადიციები აქვს, თუმცა ინდაურსა და გოგრის ნამცხვარს თითქმის ყველა სუფრაზე შეხვდებით.
გისურვებთ ბედნიერ და მადლიერებით სავსე დღეს!”, – წერია ინფორმაციაში.