„ჩვენი ამოცანაა, ეკოტურიზმის განვითარების პარალელურად, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას ეკოტურიზმის განვითარებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში, რათა შექმნას ხარისხიანი სერვისები და გახდეს ბუნებაზე დაფუძნებული ეკონომიკური საქმიანობის მატარებელი“, – თამარ ხახიშვილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო მცირე გრანტების, ტრენინგებისა და მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით ხელს უწყობს ეკომეგობრული საქმიანობის განვითარებას, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„როგორც კი დაცული ტერიტორია იქმნება, პარალელურად ჩნდება ეკოტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს საშუალებას დაიწყონ სხვადასხვა ეკომეგობრული საქმიანობა და გააუმჯობესონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. საქმიანობა გულისხმობს საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობას, კვების ობიექტების გახსნას, მომსახურების სხვადასხვა სფეროს განვითარებას, ცხენებით გასეირნების ორგანიზებას თუ სხვა ტურისტული შეთავაზებებს“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები