პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის თანამშრომელს, მოწვეულ სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება ექნება, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცეს – „იარაღის შესახებ”, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ” და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, იოსებ ჯორბენაძე, გრეტა წიწავა და ირაკლი ხელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები