ნინო თანდილაშვილი – „რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებზე არაერთი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც შემდგომ აისახა კონკრეტულ პროგრამებსა და მხარდამჭერ მექანიზმებში”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე და სახელმწიფო პროგრამების ფორმირებაში მათი მოსაზრებების გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან ფერმერებს, რათა ადგილზე მოისმინონ მათი საჭიროებები და მაქსიმალურად მოახდინონ სახელმწიფო პროგრამების გაუმჯობესება. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგულარულად მართავს რეგიონებში შეხვედრებს ფერმერებთან – მათთან, ვინც უკვე სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით, იქნება ეს „დანერგე მომავალი“, შეღავათიანი აგროკრედიტი თუ სხვა; შეხვედრებია მათთანაც, ვისაც სურს მოქმედი პროგრამებით სარგებლობა. ადგილზე ვისმენთ ფერმერთა საჭიროებებს და შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები ჩვენს პროგრამებში, რათა ისინი მაქსიმალურად მოერგოს ფერმერთა მოთხოვნებს. ბოლო პერიოდში არაერთი ასეთი ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა პროგრამაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გავიგოთ ფერმერების საჭიროებები. მსგავსი შეხვედრების ფარგლებში არაერთი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც შემდგომ აისახა კონკრეტულ პროგრამებსა და მხარდამჭერ მექანიზმებში“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები