ჯაბა სამუშია, იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იორდანიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იორდანიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და დაიწყეს მუშაობა ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებაზე.

“თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს სტუდენტების გაცვლას, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.

მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობა წახალისდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა არაბისტიკა, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია და ტექნოლოგიები.

იორდანიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული სურვილი გამოთქვეს, აქტიური ურთიერთობა დაამყარონ ქართველ მკვლევრებთან, დაიწყონ ერთობლივი კვლევითი პროექტები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კვლევითი მიმართულებების გაძლიერებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო გამოცდილების გაფართოებას და უნივერსიტეტებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები