შსს-სა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია – „მე მომავალში“ გრძელდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია – „მე მომავალში“ გრძელდება.

შსს-ს ცნობით, კამპანიის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით, 52 საჯარო სკოლაში უკვე ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 3000-მდე მოსწავლემ მიიღო.

“კამპანიის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია. თეორიულთან ერთად, შეხვედრები მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებს – როლურ თამაშებს, დისკუსიებს, ანიმაციური ვიდეოს ჩვენებას და სხვა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები